logo_geo
აშშ რუსეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა
- +

5 დეკემბერი. 2018. 10:33

 

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გამართული ბრიფინგის ფარგლებში განაცხადა, რომ აშშ რუსეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ ქერჩის სრუტეში ინციდენტის შედეგად დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს.

 

„უკრაინისა და რუსეთისადმი ჩვენი პოლიტიკით შეგიძლიათ იმსჯელოთ, ჩვენი სიტყვები ჩვენს ქმედებებს ემთხვევა. ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გვსურს, რომ რუსეთმა მკაფიოდ გაიგოს ჩვენი მესიჯი, რომლის არსი შემდეგია: რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. თუ არადა, დროთა განმავლობაში ამის შედეგები მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

 

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.

 

ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი „ბერდიანსკი” და „ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი „იანი კაპუ”. აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ იყო დაკავებული. სროლის შედეგად, 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

 

 

big_banner
არქივი