logo_geo
კანადაში კომპანია „Huawei“-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს
- +

6 დეკემბერი. 2018. 10:25

 

კანადაში კომპანია „Huawei“-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს. მენ ვანჯოუ  კანადელმა სამართალდამცველებმა ამერიკული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. მენ ვანჯოუ კომპანია „Huawei“-ს დამფუძნებლის ქალიშვილია. მას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში სდებენ ბრალს.

 

ვანჯოუ პირველ დეკემბერს დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლება მის ექსტრადირებას ითხოვს. სასამართლო პროცესი, სადაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ხვალისთვისაა ჩანიშნული.

 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ჩინური კომპანია ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. გამოძიების მიხედვით, „Huawei“ აშშ-ში წარმოებულ პროდუქციას ირანსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდა, რომლის წინააღმდეგაც ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული.

 

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ის სამთავრობო უწყებებს „Huawei“-სა და „ZTE“-ს პროდუქციის გამოყენებას უკრძალავდა, რადგან შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ეს კომპანიები ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. ანალოგიური ზომების მიღებას ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებსაც სთხოვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი