logo_geo
ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება
- +

6 დეკემბერი. 2018. 14:03

 

იმ დროს, როდესაც ბრიტანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 3,1%-ით ძვირდება, ლუქსემბურგი პირველი ქვეყანა ხდება მსოფლიოში, სადაც მგზავრობის ტარიფი საერთოდ უქმდება.

 

სიახლე ქვეყანაში 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ნებისმიერი მგზავრი მატარებლის, ტრამვაისა და ავტობუსის მეშვეობით გადაადგილებას უფასოდ შეძლებს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება, ლუქსემბურგის მთავრობამ საცობების შემცირების მიზნით მიიღო ანუ უფასო ტრანსპორტმა სტიმული უნდა მისცეს საზოგადოებას, რომ პირადი ავტომობილების მაგივრად, უფასოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

 

ეს კი, ლუქსემბურგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რომელიც გადატვირთული მოძრაობით იქმნება - შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს.

 

გარდა ამისა, უსახლკაროები შეძლებენ უფასოდ გადაადგილებას, შესაბამისად, ტრანსპორტი მათთვის ცივ ზამთარში, თბილ თავშესაფრად იქცევა.

 

დღევანდელი მონაცემებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეკონომ-კლასით მგზავრობა - 2 ევრო, პირველი კლასით კი - 3 ევრო ღირს; ხოლო ულიმიტო, ერთდღიანი აბონემენტის ღირებულება 4 ევროა.

 

საერთაშორისო სააგენტო independent-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის მთავრობას სატრანსპორტო სისტემა წელიწადში მილიარდი ევრო უჯდება.

 

2019 წლიდან კი, ხარჯი ნაწილობრივ გადასახადებიდან დაიფარება; ხოლო თუკი უფასო ტრანსპორტი გაამართლებს და რიგ პრობლემებს გადაჭრის ქვეყანაში, მსგავს გადაწყვეტილებას საფრანგეთის მთავრობაც მიიღებს და საქალაქთაშორისო ავტობუსს უფასოს გახდის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი