logo_geo
„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას სანდრა ო და ენდი სამბერგი გაუძღვებიან
- +

6 დეკემბერი. 2018. 15:31

 

 

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ო და „ბრუკლინი 9-9-ს“ მსახიობი ენდი სამბერგი გაუძღვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ავრცელებს.

 

სანდრა ოს „გრეის ანატომიისთვის“ „ოქროს გლობუსი“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო აქვს მიღებული. იგი „ემის“ ხუთგზის ნომინანტია. ენდი სამბერგი კი, კომიკოსია, რომელმაც კარიერა „Youtube“-ზე გამოქვეყნებული პაროდიული ვიდეორგოლებით დაიწყო.

 

„ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება.

 

ღონისძიებას ტრადიციულად, „ბევერლი ჰილტონი“ უმასპინძლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი