logo_geo
იშვიათი შემთხვევა, როცა ქეით მიდლტონი ოფიციალურ ვიზიტზე შარვლით გამოჩნდა
- +

7 დეკემბერი. 2018. 03:29

 

 

მას შემდეგ, რაც ქეით მიდლტონმა ბუკინგემის სასახლეში კვიპროსში განაწილებული სამხედროების ოჯახის წევრებისთვის საშობაო ღონისძიებას უმასპინძლა, მეუღლესთან ერთად უშუალოდ კვიპროსში გაემგზავრა, სადაც იმ სამხედრო  ჯარისკაცებს შეხვდა, რომლებიც სადღესასწაულო პერიოდს ოჯახისგან მოშორებით გაატარებენ.

 

შეხვედრის დროს ქეითმა სამხედრო პირებს მადლობაც გადაუხადა, „ჩვენ მადლიერები ვართ არა მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენი მოპატიჟება მიიღეთ, არამედ იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს აქვს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა მან.

 

საღამოს ის ოჯახებიც დაესწრნენ, რომლებსაც საცხოვრებლად ადგილზე გადასვლა მოუწიათ, ქეითი და უილიამი თავს არაჩვეულებრივად გრძნობდნენ მათი პატარების გარემოცვაში.

 

ამასთანავე, კემბრიჯის ჰერცოგინიამ და ჰერცოგმა მოწვეულ სტუმრებს საჩუქრებიც გადასცეს  და სთხოვეს ისინი მოგვიანებით, შობის დღესასწაულზე გაეხსნათ.

 

 

წყვილის გამოჩენა იმითაც გახლდათ ღირსშესანიშნავი, რომ ქეითმა ამჯერად დახვეწილი, კლასიკური შარვალი მოირგო, რომლითაც ირგვლივმყოფები, ჩვეულებისამებრ, მონუსხა.

 

 

წყვილის გამოჩენა იმითაც გახლდათ ღირსშესანიშნავი, რომ ქეითმა ამჯერად დახვეწილი, კლასიკური შარვალი მოირგო, რომლითაც ირგვლივმყოფები, ჩვეულებისამებრ, მონუსხა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი