logo_geo
იტალიაში, ღამის კლუბში მომხდარ არეულობას 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 დეკემბერი. 2018. 10:32

 

იტალიაში, ანკონას პროვინციაში ღამის კლუბში მომხდარი არეულობის და ჭყლეტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა.

 

ინციდენტი ქალაქ კორინალდოში მდებარე ღამის კლუბში მოხდა, სადაც რეპერი სფერა ებასტა გამოდიოდა. შემთხვევის დროს ღამის კლუბში დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

 

არსებული ინფორმაციით, ღამის კლუბში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული. ექიმების ინფორმაციით, ათი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი