logo_geo
ბრაზილიაში ბანკის მძარცველებსა და პოლიციას შორის ორმხრივ სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 დეკემბერი. 2018. 13:18

 

 

ბრაზილიაში ბანკის მძარცველებსა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლისას სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ექვსი პოლიციელი და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა. ინციდენტი ქალაქ მილაგრესში მოხდა.

 

თავდამსხმელები ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს მათ მძევლები დახოცეს. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის არის მცირეწლოვანიც.

 

პოლიციის ცნობით, დაკავებულია ორი თავდამსხმელი. ისინი პოლიციამ გაქცევის მცდელობის დროს აიყვანა.

 

ბრაზილიური მედიის ცნობით, მძარცველებმა მძევლები გაქცევის დროს აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სამი მანქანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი