logo_geo
დონალდ ტრამპი: პარიზში, საპროტესტო აქციაზე ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!“, მიყვარს საფრანგეთი
- +

8 დეკემბერი. 2018. 19:45

 

 

„პარიზის საპროტესტო აქციაზე ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!”, მიყვარს საფრანგეთი“, - ასე გამოეხმაურა პარიზში მიმდინარე საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 

„კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტს და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რაც თითქოს გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!”. მიყვარს საფრანგეთი”, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ განაცხადა. კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გავრცელებას ზღუდავს, ასევე 2020 წლამდე განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებს წევრ ქვეყნებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი