logo_geo
საფრანგეთში არეულობების დროს 55 ადამიანი დაშავდა
- +

9 დეკემბერი. 2018. 12:20

 

 

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ გუშინდელი აქციის დროს, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის სამი თანამშრომელია.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში არეულობების დროს, 737 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით, წესრიგის დასაცავად, 89 ათასი პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის, 8 ათასი პარიზში.

 

დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და რამდენიმე ადგილზე ხანძარი გააჩინეს. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

საფრანგეთში საწვავის ფასის მოსალოდნელი მატების გამო, აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი