logo_geo
რუსეთის პატრიარქი: უკრაინაში ერთიანი ადგილობრივი ეკლესია შეუძლებელია ღმერთისგან იყოს, რადგან ის სიძულვილზე შენდება
- +

9 დეკემბერი. 2018. 19:23

 

„ერთიანი ადგილობრივი ეკლესია, რომელიც უკრაინაში იქმნება, შეუძლებელია, ღმერთისგან იყოს, რადგან ის ღვარძლსა და სიძულვილზე შენდება“, - ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

 

„მოუსმინეთ მათ, ვინც იბრძვის ე.წ. დამოუკიდებელი ერთიანი ეკლესიისთვის, ყური დაუგდეთ ინტონაციებს, სიტყვებს. როგორი ღვარძლია მასში და სიძულვილი! ღვარძლი და სიძულვილი შეიძლება რომ ღმერთისგან იყოს? რა თქმა უნდა, არა!“ - განაცხადა პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებისას.

 

მისი თქმით, ყველა, ვინც ისწრაფვის დამოუკიდებელი ეკლესიისკენ და რომლებიც მზად არიან იმისთვის, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლე დაღუპონ, მათი საეკლესიო ცხოვრება დაანგრიონ, შევარდნენ ტაძრებსა და მონასტრებში, დაიკავონ ისინი ძალით, საუბრობენ ღვარძლისა და სიძულვილის ენაზე და არა ღმერთის ენაზე.

 

„მათ ეკლესიას არ შეუძლია უფლის ნების აღსრულება. მოუსმინეთ ეკლესიის დაყოფის ლიდერებს, როგორი სიძულვილით საუბრობენ! არის კი ეს მწყემსთავრის სიტყვა? განა ეს სიყვარულის სიტყვაა? მოუსმინეთ უნეტარეს ონოფრესაც, ჩვენი ეკლესიის იერარქს, რომელიც არასოდეს არაფერს ცუდს არ ამბობს, მათ შორის არც გაყოფის მსურველებზე. ადამიანები ლოცულობენ და ტირიან იმისთვის, რომ არის გაყოფა, მაგრამ ხომ არავინ სთავაზობს ხელისუფლებას გაანადგუროს გაყოფა ძალით, უხეშ სიტყვებსაც კი არ ვამბობთ გაყოფილების მისამართით“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

 

მისი თქმით, დღეისთვის, უკრაინაში უმძიმესი მოვლენები ხდება.

 

„ბოროტების ძალები, რომლებიც ანგელოზებად ინიღბებიან, აღუდგნენ მართლმადიდებელ ეკლესიას“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

 

აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს, კიევში უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც შესაძლოა, უკრაინის ადგილობრივი ეკლესია დამტკიცდეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 5 დეკემბერს გააკეთა.

 

მისი ინფორმაციით, კრება კიევში, სოფიას ტაძარში გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი