logo_geo
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს
- +

10 დეკემბერი. 2018. 11:49

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს.

 

„ყვითელი ჟილეტები“, რამდენადაც მე ვიცი, ინგლისურ ენაზე არ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ არ ვერევით ამერიკის შიდა საქმეებში და გვსურს, რომ ეს ორმხრივად იყოს. ამას ვეუბნები ამერიკის პრეზიდენტს და ამავეს ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტიც: დაანებეთ ჩვენს ხალხს თავი“, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

 

 

„კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტს და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რაც, თითქოს, გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!“. მიყვარს საფრანგეთი“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „Twitter“-ზე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი