logo_geo
ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს
- +

11 დეკემბერი. 2018. 10:28

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს.

 

 

„2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება.

დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელე მიმართვაში.

 

 

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება მსხვილი ბიზნესისა და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნული ცვლილებები განიხილოს.

 

 

აღსანიშნავია, რომ მაკრონმა უარი განაცხადა სიმდიდრეზე გადასახადის დაწესებაზე, რასაც საპროტესტო აქციებისას მოითხოვდნენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები.

 

„ჩვენ ეკონომიკურ და სოციალურ საგანგებო მდგომარეობას მტკიცე ზომებით ვუპასუხებთ, შევამცირებთ გადასახადებს, გავაკონტროლებთ ხარჯებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

big_banner
არქივი