logo_geo
BBC-ის ინფორმაციით, ეგვიპტეში 2011 წლის ამბოხების წლისთავის მოახლოებამდე ყვითელი ჟილეტების გაყიდვა შეზღუდეს
- +

11 დეკემბერი. 2018. 21:43

 

ეგვიპტეში 2011 წლის ამბოხების წლისთავის მოახლოებამდე ყვითელი ჟილეტების გაყიდვა შეზღუდეს.

 

​BBC-ის ცნობით, შესაბამის ზომებს ქვეყანაში დემონსტრაციების გამართვისგან თავის არიდების მიზნით მიმართეს.

 

როგორც ცნობილია, უკვე ამბოხების სიმბოლოდ ქცეული ყვითელი ჟილეტების ყიდვა მხოლოდ იმ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული შესაბამისი ნებართვა ექნებათ.

 

ამასთან, BBC-ი იუწყება, რომ ხელისუფლებამ მაღაზიების მფლობელები წინასწარ გააფრთხილა, ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ყვითელი ჟილეტის ყიდვას შესაბამისი ნებართვის გარეშე ეცდება.

 

ყვითელი ჟილეტები უკვე ერთი თვეა საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების სიმბოლოა. შესაბამისი სახელწოდების მოძრაობის ქვეშ გაერთიანებული აქტივისტები თავდაპირველად საწვავის ფასების მომატებას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ მოთხოვნებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება დაემატა.

 

ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დემონსტრაციებზე უქმე დღეებზე ათობით ათასი ადამიანი იკრიბება.

big_banner
არქივი