logo_geo
აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა
- +

12 დეკემბერი. 2018. 10:34

 

აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი ქალაქ მელნო-პარკში მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. ისინი შენობაში ბომბს ეძებენ.

 

მედიის ცნობით, Facebook-ის შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში დარეკეს, რის შემდეგაც, ნიუ-იორკელმა სამართალდამცველებმა მელნო-პარკელ კოლეგებს ამის შესახებ აცნობეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი