logo_geo
გერმანიის ქალაქ ვესტოენენში ერთი ტონა გამდნარი შოკოლადი ქუჩაში დაიღვარა
- +

12 დეკემბერი. 2018. 13:21

 

დასავლეთ გერმანიაში შოკოლადის ქარხნიდან ქუჩაში ტონა შოკოლადმა გაჟონა.

როგორც გერმანული გამოცემა „Soester Anzeiger“ წერს, ქალაქ ვესტოენენში მდებარე ქარხანაში შოკოლადის შემნახველ ავზთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც გამდნარი შოკოლადი დაიღვარა.

 

შოკოლადისგან ქუჩის დასასუფთავებლად 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ქუჩაში დაღვრილი შოკოლადი მალევე გამაგრდა.

 

სპეციალისტებმა ასფალტიდან ტკბილეულის მოსაცილებლად ნიჩბები და ცხელი წყალი გამოიყენეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი