logo_geo
ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
- +

13 დეკემბერი. 2018. 12:12

 

 

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულია 46 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა. ანკარადან კონიაში მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა ლოკომოტივს, რომელიც მატარებელთან ერთად იმავე ლიანდაგზე გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი გადატრიალდა, ორი ვაგონი კი საფეხმავლო გადასასვლელს შეეჯახა.

 

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 

ამასთან, როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ანკარაში საქართველოს საკონსულოში სარკინიგზო ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი