logo_geo
დიეგო მარადონა ახალგაზრდა შეყვარებულმა სახლიდან გააგდო
- +

14 დეკემბერი. 2018. 02:16

 

 

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. მიზეზი მის ახალგაზრდა შეყვარებულთან, როსიო ოლივესთან კონფლიქტი გახდა. ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს.

 

არგენტინელი ჟურნალისტის, ლიო პეკორაროს თქმით, 58 წლის მარადონა ბუენოს-აირესის ელიტურ რაიონში, ბელა ვისტაში მდებარე სახლიდან 28 წლის ოლივემ გაუშვა. ჩხუბის მიზეზი გახდა ის, რომ ქალს არ უნდა მექსიკაში საცხოვრებლად გადასვლა, სადაც ახლა მარადონა მუშაობს.

 

მარადონა მექსიკური კლუბის „დორადოსის“ მწვრთნელი სექტემბერში გახდა. გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი