logo_geo
Turkish Airlines-ის რეისზე ქალმა ქმრისა და ეკიპაჟის დახმარებით იმშობიარა
- +

14 დეკემბერი. 2018. 03:43

 

 

კონგოელმა ქალმა Turkish Airlines-ის ავიარეისზე, რომელიც სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ბორტზე იმშობიარა.

 

21 წლის ორსულს მშობიარობის ტკივილები აფრენიდან სამი საათის შემდეგ დაეწყო.

 

გოგოსთან ერთად თვითმფრინავში მისი ქმარი იყო, რომელიც პროფესიით ექიმია. მან და ბორტგამცილებლებმა სასწრაფოდ დაიწყეს მშობიარობის პროცესისთვის მზადება. მათ თვითმფრინავის უკანა ნაწილი გაათავისუფლეს და გოგომაც სწორედ იქ გააჩინა ბავშვი. ცოლს მშობიარობაში მეუღლე ეხმარებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი