logo_geo
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა
- +

22 დეკემბერი. 2018. 11:33

 

 

კანონმდებლებს შორის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტებისგან დამცავი კედლის დაფინანსების საკითხზე შეუთანხმებლობის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს.

 

დონალდ ტრამპი, რომელმაც ნებისმიერ გარიგებას ხელი უნდა მოაწეროს, მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5 მილიარდს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან.

 

20 დეკემბერს კანონმდებლებმა ამ საკითხზე დებატები გადაავადეს.

 

მექსიკის საზღვარზე, მიგრანტებისგან დამცავი კედლის ბიუჯეტის დაფინანსების საკითხზე შეუთანხმებლობის გამო მუშაობა შეაჩერა შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტოების თითქმის მეოთხედმა.

 

არსებული ვითარებიდან გამომდინარე მუშაობას შეაჩერებს შიდა უსაფრთხოების, სატრანსპორტო, სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო და იუსტიციის სააგენტოები. ასევე ეროვნული პარკებიც იძულებული იქნებიან, მუშაობა შეწყვიტონ.

 

„The Washington Post“-ის ინფორმაციით, ეს დაახლოებით 600 000 ადამიანია, რომლებიც სახლში დარჩებიან, შედეგად კი რამდენიმე სამთავრობო უწყება მიუწვდომელი გახდება.

 

აშშ-ის ისტორიაში დავის გადაწყვეტის ეს მეთოდი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს: „დემოკრატებმა“ 2013 წელს და „რესპუბლიკელებმა“ - 2017 წელს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი