logo_geo
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-ს აჭარბებს
- +

23 დეკემბერი. 2018. 11:50

 

 

ინდონეზიის დასავლეთით, ზონდის სრუტეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად, 62 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიჩნევა. ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულ სამმართველოში განაცხადეს.

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 43-ს შეადგენდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 584 იყო. სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზარალებულთა ევაკუაცია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი