logo_geo
დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ჯეიმს მეტისის შემცვლელი დაასახელა
- +

24 დეკემბერი. 2018. 10:16

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის შემცვლელის ვინაობა დაასახელა. როგორც მან “ტვიტერზე” დაწერა, იგი მეტისის შემცვლელად თავდაცვის მდივნის მოადგილეს, პატრიკ შენაჰენს ნიშნავს.

 

ჯიმ მეტისს თანამდებობა თებერვლიდან უნდა დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ტრამპმა განაცხადა, იგი პოსტს უფრო ადრე, 1-ელ იანვარს დატოვებს.

 

ტრამპმა 56 წლის პატრიკ შენაჰენი დაახასიათა როგორც საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი. პატრიკ შენაჰენი საავიაციო და თავდაცვითი ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის „ბოინგის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა მანამ, ვიდრე იგი პენტაგონს 2017 წლის ივლისში არ შეუერთდა.

 

შეგახსენებთ, ჯეიმს მეტისმა გადადგომის შესახებ გასულ კვირას განაცხადა. მისი გადადგომა სირიიდან ამერიკული შეირაღებული ძალების გაყვანის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი