logo_geo
მიკ მალვენი: გამორიცხულია, დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანა გადაიფიქროს
- +

24 დეკემბერი. 2018. 12:16

 

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვენიმ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხულია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანა გადაიფიქროს.

 

„პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ არ სურს სირიაში ჩვენი ჯარისკაცების სამუდამოდ დატოვება. ახლა თქვენ ხედავთ, რომ ეს საკითხი მუშავდება. ამაზე ორი წელი ვმუშაობდით“, - განაცხადა მიკ მალვენიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

 

 

big_banner
არქივი