logo_geo
Snapchat-მა კატების შემდეგ ლინზები ძაღლებისთვისაც დაამატა
- +

25 დეკემბერი. 2018. 01:45

 

 

შინაური ცხოველებისთვის Snapchat-ი ახალი ლინზების დამატებას განაგრძობს. კატების შემდეგ მესენჯერმა ლინზები ახლა უკვე ძაღლებისთვისაც გამოუშვა. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

 

სიახლე მესენჯერის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძაღლთან ერთად ფოტოები, „მრავალფეროვანი“ ლინზების მეშვეობით გადაიღოს.

 

ბოლო პერიოდში Snapchat-ი უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა. შეიცვალა დიზაინი, რაზეც მომხმარებლების დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. ამის გამო დაეცა მესენჯერის საბაზრო ღირებულებაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი