logo_geo
33 წლის ამერიკელმა ანტარქტიდა თხილამურებით გადალახა
- +

27 დეკემბერი. 2018. 22:30

 

 

ამერიკელი სპორტსმენი-ექტრემალი კოლინ ო’ბრეიდი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა.

 

როგორც გაზეთი The Guardian წერს, თხილამურებით 1500 კილომეტრის დასაფარად, კოლინს 54 დღე დასჭირდა. მოთხილამურე თან ატარებდა ციგებს აღჭურვილობითა და საკვებით.

 

ო’ბრეიდის სიტყვებით, გარბენის ბოლო მონაკვეთმა, რომლის სიგრძე 130 კილომეტრი იყო, 32 საათი დაიკავა.

33 წლის ო’ბრეიდის მოგზაურობა ანტარქტიდის გადასალახად 3 ნოემბერს დაიწყო. კოლინთან ერთად, დისტანციაზე გავიდა ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, 49 წლის ლუის რადი. ის ჯერაც აგრძელებს რბოლას.

 

2016 წელს, რადის მეგობარი ჰენრი უორსლი ანალოგიური მგზავრობისას დაიღუპა გამოფიტვის გამო.

 

 

big_banner
არქივი