logo_geo
ახალი წლიდან თურქეთში ჩასული ტურისტები უსაფრთხოების გადასახადს გადაიხდიან
- +

28 დეკემბერი. 2018. 11:51

2019 წლის პირველი იანვრიდან თურქეთში ჩასულ საერთაშორისო მგზავრებს 1.5 ევროს ოდენობის უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ. თავდაპირველად, თურქეთის ხელისუფლების მიერ გადასახადი სამი ევროთი განისაზღვრა, თუმცა თურქეთის აეროპორტების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ გადასახადი განახევრდება.

 

გადასახადის შემცირება თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კულტურის და ტურიზმის სამინისტრომ ურჩია.

 

თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო მგზავრებისთვის უსაფრთხოების გადასახადის სამი ევროთი განსაზღვრას შესაძლოა, ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა.

 

ტურისტები გადასახადს თურქეთში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი