logo_geo
„დონალდ ტრამპს ავღანეთში აშშ-ის სამხედროების შემცირებასა და გაყვანაზე გადაწყვეტილება არ მიუღია“
- +

29 დეკემბერი. 2018. 11:59

 

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელის გარეტ მარკისის განცხადებით, ტრამპს არ მიუღია გადაწყვეტილება ავღანეთში აშშ-ის სამხედროების შემცირებაზე ან ავღანეთიდან გაყვანაზე.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გამოცემა „Wall Street Journal“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაცია ავღანეთში თავისი კონტინგენტის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას განიხილავს. თავის მხრივ, ტელეარხმა CNN-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპი ავღანეთიდან 7 000 სამხედროს გამოწვევას გეგმავს.

 

„პრეზიდენტს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნის შემცირებაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. მას არ გაუცია ბრძანება ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გამოყვანის თაობაზე“, - განაცხადა გარეტ მარკისმა.

 

ამჟამად ავღანეთში 14 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი