logo_geo
სირიაში წყალდიდობისას ლტოლვილთა ბანაკი დაიტბორა
- +

29 დეკემბერი. 2018. 14:21

 

სირიაში წყალდიდობის შედეგად ლტოლვილთა ბანაკი დაიტბორა. სტიქიას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალმოვარდნის გამო ატმას ლტოლვილთა ბანაკი მთლიანად დაზიანდა.

 

ადამიანის უფლებადამცველი ადგილობრივი ორგანიზაციის ცნობით, სტიქიამ რამდენიმე ათეული ბანაკი მთლიანად წყლის ქვეშ მოაქცია.

 

თურქული საინფორმაციო სააგენტო „Anadolu“ იუწყება, რომ სტიქიის გამო 25 ათასი ლტოლვილი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ისინი ამ დრომდე ღია ცის ქვეშ იმყოფებიან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი