logo_geo
ეგვიპტეში ტერაქტის შემდეგ, პოლიციამ 40 რადიკალის ლიკვიდაცია მოახდინა
- +

29 დეკემბერი. 2018. 17:51

 

ეგვიპტეში, კაიროს ტურისტულ რეგიონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა 40 რადიკალის ლიკვიდაცია მოახდინეს“, - ამის შესახებ BBC ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

 

მასშტაბური სპეცოპერაცია კაიროში, გიზასა და ჩრდილოეთ სინაის რეგიონებში ჩატარდა.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რადიკალები სხვადასხვა ტურისტულ ადგილებზე, ეკლესიებსა და სამხედრო ობიექტებზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

 

კაიროში, გიზას რაიონში აფეთქება 28 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის ობიექტი 14 ვიეტნამელი ტურისტით სავსე ავტობუსი გახდა. ისინი პირამიდების სანახავად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ავტობუსში იყვნენ მძღოლი და ექსკურსიის ხელმძღვანელიც. ეგვიპტური მედია ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვით ამოქმედდა.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი