logo_geo
ბარბარა სტრეიზანდი ტრამპზე: უმეცარი, უგუნური, ამორალური, სულელი და უგულო
- +

21 იანვარი. 2017. 15:18


 


მომღერალი, მსახიობი და აქტივისტი ბარბარა სტრეიზანდი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის შესახებ სტატიას აქვეყნებს და დონალდ ტრამპს „უმეცარს, უგუნურს, ამორალურს, სულელსა და უგულოს" უწოდებს. სტატიას გამოცემა The Huffington Post აქვეყნებს.


ქვეყანას უდიდესი პრეზიდენტები ემსახურებოდნენ: ჯორჯ ვაშინგტონი ქვეყანას ეხმარებოდა; აბრაამ ლინკოლნმა მონები გაათავისუფლა; ტედი რუზველტმა ეროვნული პარკები შექმნა; ფრანკლინ რუზველტმა ფაშიზმი დაამარცხა; ლინდონ ჯონსონმა მკურნალობის კურსის საშუალება შექმნა; ბილ კლინტონი ერის ბიუჯეტს გადაჭარბებით გასცემდა; ბარაკ ობამამ ყველა ამერიკელისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა გაითვალისწინა. ახლა დონალდ ტრამპს ველოდებით და სერიოზულად ვწუხვარ ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს გამო", - წერს მსახიობი.


მისი თქმით, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა, რომ ის „სახიფათო" და „უვარგისია". გარდა ამისა, როგორც მსახიობი აღნიშნავს, ეს მხოლოდ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ოპოზიციის განსახილველი საკითხი არ არის. მსახიობი დონალდ ტრამპის მიერ ქალთა, მიგრანტების წინააღმდეგ, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გამოთქმულ განცხადებებს იხსენებს და ვარაუდობს, რომ პოლიტიკოსი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ პრეზიდენტის მოვალეობა ამერიკელების გაერთიანება და პატივისცემაა.


დიდ პატივს ვცემ გამოცდილ პოლიტიკოსებს, რომლებიც სახელმწიფოს იცავენ და გულწრფელად ემსახურებიან. არ შემიძლია პატივი ვცე რასისტულ, ქსენოფობიურ და სექსისტურ განცხადებებს", - წერს მსახიობი.


სტრეიზანდი იმედოვნებს, რომ წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრები, თუნდაც რესპუბლიკელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლიანობა აღდგეს.




 

big_banner
არქივი