logo_geo
ახალ წელს Times Square-ზე ბროლის ბურთს მოკლული ჟურნალისტების პატივსაცემად დაუშვებენ
- +

30 დეკემბერი. 2018. 10:34

31 დეკემბერს ნიუ-იორკში Times Square-ზე ბროლის ბურთს მოკლული ჟურნალისტების პატივსაცემად დაუშვებენ. ღონისძების ორგანიზატორების ცნობით, საპატიო ცერემონიაზე ჟურნალისტები არიან მიწვეულები. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

კერძოდ, ახალი წლის ღამეს მივლენ The New York Times-ის, Washington Post-ის, ჟურნალ Time-ის, ტელეარხ CBS-ის, CNN-ის, ABC-ისა და FoxNews-ის ჟურნალისტები. ისინი დააჭერენ ღილაკს, რომელიც ცნობილ ბროლის ბურთს აამოძრავებს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ ამ გზით ჯამალ ჰაშაღის ხსოვნასაც მიაგენებენ პატივს. მათი სურვილია, ახალი წლის ღამეს კიდევ ერთხელ შეახსენონ ყველას, რომ პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც დაცვა სჭირდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი