logo_geo
ნიგერის სამთავრობო არმიამ რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ორასზე მეტი მებრძოლი გაანადგურა
- +

3 იანვარი. 2019. 12:28

 

 

მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ნიგერის სამთავრობო არმიამ რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ორასზე მეტი მებრძოლი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ნიგერის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ არმიამ ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიიტანა.

 

ნიგერის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს.

 

„ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი