logo_geo
მაგნიტოგორსკში, კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა
- +

3 იანვარი. 2019. 17:56

 

 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში დაღუპული ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. სპეციალისტები კიდევ სამ ადამიანს ეძებენ, რომელთა ბედი ამ დრომდე უცნობია.

 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიიდან ნანგრევების ორი მესამედი უკვე გატანილია.

 

მაგნიტოგორსკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 31 დეკემბერს მოხდა. რუსეთის ხელისუფლება აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი