logo_geo
საფრანგეთში, მეფრინველეობის ფერმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 31 ათასი წიწილა დაიწვა
- +

4 იანვარი. 2019. 14:32

საფრანგეთში, მეფრინველეობის ფერმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 31 ათასი წიწილა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული რადიოსადგური  „France Info“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ნორის დეპარტამენტში, კაესტრის კომუნაში მდებარე მეფრინველეობის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში ჩალას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 1,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი.

 

ხანძრის სხვა ობიექტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

 

 

წყარო: www.interpressnews.ge

 

 

 

big_banner
არქივი