logo_geo
სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში ქირავდება სახლი, რომლის მეზობლად 70 ლომი ბინადრობს!
- +

5 იანვარი. 2019. 13:41

 

 

სამხრეთ აფრიკის ნაკრძალი „GG Conservation“ სტუმრებს მეტად უჩვეულო მომსახურებას სთავაზობს - ნებისმიერ მსურველს შეუძლია იცხოვროს შემოსაზღვრულ კოტეჯში, რომელიც ლომების სამყოფელის მეზობლად მდებარეობს. ამ საოცარი ადგილის ქირაობა დღე-ღამეში, ერთი ადამიანისთვის, 100 ამერიკული დოლარი ღირს.

„GG Conservation“-ის მფლობელები ტურისტებს სთავაზობენ, დაიქირაონ მთლიანი კოტეჯი და მტაცებლების სიახლოვეს დაუვიწყარი ღამე გაატარონ.

 

პროექტის დირექტორმა სიუზანა სკოტმა განაცხადა, რომ კოტეჯში ცხოვრება სრულიად უსაფრთხოა, ტერიტორია შემოსაზღვრულია ელექტროღობეთი.

შიდა ეზოში შეგიძლიათ მოამზადოთ მწვადი, ამასთანავე, უსმინოთ ლომების ღმუილს და ფრინველების ჭიკჭიკს.

 





„ლომების სახლის“ გაქირავებიდან შემოსული თანხა მთლიანად დაიხარჯება ლომების პოპულაციაზე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი