logo_geo
ავტობუსის ავარიას ტაილანდში 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

6 იანვარი. 2019. 12:48

 

ავტობუსის ავარიის შედეგად ტაილანდში 6 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საგზაო შემთხვევა გამთენიისას, ბანგკოკისკენ მიმავალ გზატკეცილზე ძლიერი წვიმის დროს მოხდა.

 

თვითმხილველთა ინფორმაციით, მგზავრებით გადატვირთული ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მათივე მტკიცებით, ავტობუსი გზატკეცილზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მძღოლი დააკავა.

 

შეგახსენებთ, ტროპიკული შტორმის, „პაბუკის“ გამო ტაილანდში რამდენიმე დღეა უამინდობაა. ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმები ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი