logo_geo
გერმანიასა და ავსტრიაში თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
- +

6 იანვარი. 2019. 13:31

 

გერმანიასა და ავსტრიაში თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. ბავარიაში ავიარეისები გადაიდო.

 

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე მრავალკილომეტრიანი საცობები შეიქმნა. გერმანიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

 

განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი ბავარიის ჩრდილოეთ ნაწილში. სინოპტიკოსები მთიან რეგიონებში ზვავის ჩამოწოლას პროგნოზირებენ.

 

უხვი ნალექის შედეგად თოვლის საფარი რიგ რაიონებში ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლის გამო მიუნჰენის აეროპორტიდან რეისები შეფერხებით სრულდება. მგზავრებს მოუწოდებენ, აეროპორტში გამგზავრებამდე გადახედონ რეისების განრიგს. 5 იანვარს ამავე მიზეზით მიუნჰენის აეროპორტიდან 130-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.

 

უამინდობას ბავარიაში უკვე მიჰყვა მსხვერპლი. ავსტრიის საზღვართან ახლოს ზვავი ჩამოწვა, რასაც 20 წლის ტურისტის ქალი ემსხვერპლა. ზემო ბავარიაში მომხდარ ავარიას შეეწირა 19 წლის მამაკაცი. ავტოსაგზაო შემთხვევა გზის მოყინვამ გამოიწვია.

 

უხვი ნალექი არ წყდება ავსტრიაშიც. შეფერხებით მუშაობს ქალაქ ინსბრუკის აეროპორტი. თოვლის გამო ჩახერგილია გზები. დახურულია სათხილამურო ტრასები და საბაგიროები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი