logo_geo
ტერეზა მეი: ბრექსიტის პირობებზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა 14-15 იანვარს ჩატარდება
- +

6 იანვარი. 2019. 16:50

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრექსიტის პირობებზე კენჭისყრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 14-15 იანვარს გაიმართება.

 

„მიმაჩნია, რომ მეორე რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს. ჩვენ პარლამენტში ვხედავთ ხალხს, რომელსაც ამ რეფერენდუმის ჩატარება სურთ, რადგან უნდათ ბრექსიტის შეჩერება. ამასთან ერთად, ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარება იქნება უპატივცემულობა იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც ხმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მისცა. ეს დაყოფს ჩვენს ქვეყანას ორ ნაწილად“, – განაცხადა ტერეზა მეიმ BBC-სთან ინტერვიუში.

 

 

 

 

big_banner
არქივი