logo_geo
ჯონ ბოლტონი: ამერიკელი ჯარისკაცები სირიას მაშინ დატოვებენ, როცა სირიელი ქურთების უსაფრთხოება დაცული იქნება
- +

6 იანვარი. 2019. 18:35

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები სირიას მას შემდეგ დატოვებენ, რაც სირიელი ქურთების უსაფრთხოება დაცული იქნება.

 

მისი განცხადებით, აშშ ელოდება თურქეთისგან გარანტიას, რომ აშშ-ის მოკავშირე ქურთებს საფრთხე არ დაემუქრებათ.

 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია სირიაში, ვაშინგტონთან უნდა იყოს შეთანხმებული.

 

იერუსალიმში ვიზიტის დროს ჯონ ბოლტონი ისრაელისა და თურქეთის ხელისუფლების წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა. ამის შემდეგ სირიელმა ქურთებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებოდნენ, მათ მიერ დაკავებულ ქალაქებზე კონტროლი სირიის არმიას გადასცეს, რათა აღნიშნულ ქალაქებს თურქეთის შესაძლო თავდასხმა ააცილონ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი