logo_geo
აშშ-ის საგარეო ვალი $22 ტრილიონს აღწევს
- +

7 იანვარი. 2019. 11:48

 

 

2018 წლის ბოლოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მონაცემებით, ქვეყნის საგარეო ვალი თითქმის 22 ტრილიონ დოლარს აღწევს.

 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ეს ვალი კიდევ 2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. საგარეო ვალის ზრდა დაფიქსირდა მანამდე 2008 წლის კრიზისისას, როდესაც ბარაკ ობამა იყო თეთრი სახლის ლიდერი.

 

ცნობისათვის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ქვეყნის სახელმწიფო ვალი 9 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 20 ტრილიონს მიუახლოვდა. ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, ეს რიცხვი შესაძლოა, 2026 წლისთვის 30 ტრილიონამდე გაიზარდოს, მაშინ როცა ამჟამად ქვეყნის მშპ შეფასებულია 19,5 ტრილიონ დოლარად.

 

აღსანიშნავია, რომ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას პირობას დებდა, რომ უზარმაზარი სახელმწიფო ვალის პრობლემას ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მოაგვარებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი