logo_geo
ირანში მიწისძვრის შედეგად 75 ადამიანი დაშავდა
- +

7 იანვარი. 2019. 13:51

 

 

დასავლეთ ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ირან-ერაყის სასაზღვრო რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 75 ადამიანი დაშავდა.

 

მანამდე 30 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

 

5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ილამიდან 87 კილომეტრში დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი