logo_geo
Brexit-ის შემდეგ ბრიტანელები სულ უფრო ხშირად ითხოვენ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობას
- +

7 იანვარი. 2019. 13:57

 

 

Brexit-ის შემდეგ ბრიტანელები სულ უფრო ხშირად ტოვებენ თავიანთ მოქალაქეობას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანულ სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით, „Deutsche Welle“-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, 2015 წელს გერმანიის მოქალაქეობა 622 ბრიტანელმა მიიღო, 2016 წელს 2865 ბრიტანელმა, ხოლო 2017 წელს - 7.5 ათასზე მეტმა. ამ მონაცემით, ბრიტანელები 2017 წელს მეორე ადგილზე არიან გერმანიის მოქალაქეობის მიღების კუთხით, პირველ ადგილს თურქები იკავებენ.

 

ბრიტანელების მხრიდან ასევე გააქტიურდა ინტერესი ირლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ბულგარეთის, იტალიის, შვედეთისა და ესტონეთის მიმართ.

 

შედარებით ნაკლებად მიმართავენ ბრიტანელები მოქალაქეობის მიღების თხოვნით ავსტრიას, პოლონეთს, ჩეხეთსა და საბერძნეთს.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი