logo_geo
შავ ზღვაში გემი იძირება - დაღუპულია 2 ადამიანი
- +

7 იანვარი. 2019. 16:31

 

 

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს, სატვირთო გემი იძირება.

 

ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 2 და დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

 

პანამის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე, რომელიც აზოვის პორტიდან გაემგზავრა და ქვანახშირით იყო დატვირთული, ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის უკრაინის 9 მოქალაქე, ორი აზერბაიჯანელი და ორი რუსი იყვნენ.

 

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გემის შესაძლო ჩაძირვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ ხომალდისკენ სამაშველო მისია გაგზავნეს.

 

სამაშველო ოპერაცია 2 ვერტმფრენისა და ორი ნავის მეშვეობით განხორციელდა. გადარჩენილია ეკიპაჟის 7 წევრი.

 

 

 

 

big_banner
არქივი