logo_geo
ავსტრიაში დიდთოვლობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა
- +

8 იანვარი. 2019. 01:49

 

 

ავსტრიაში დიდთოვლობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლის საფარმა 1,5 მეტრს მიაღწია. ავსტრიაში უახლოეს დღეებში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.

 

დიდთოვლობის გამო ავსტრიაში 2000-მდე ადამიანი, მათ შორის ტურისტები სოფლებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შეიარაღებული ძალების ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავსტრიის რამდენიმე სათხილამურო კურორტი დაიხურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი