logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია
- +

8 იანვარი. 2019. 10:46

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში დამარცხებულია.

 

ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის ნორმალიზების გეგმა წარადგინოს.

 

„აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.

ეს დეტალურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა აშშ-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის და სირიელი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულების ძალა და განწყობა აქვს.

ანკარა განწყობილია დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სირიაში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი