logo_geo
ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი ქალი კოსმოსში გაფრინდა
- +

20 ნოემბერი. 2016. 01:30



რეკორდსმენი ასტრონავტი პეგი უიტსონი  მესამე კვლევითი მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას BBC ავრცელებს.

ნასას ვეტერანი ასტრონავტი პირველი ქალია, რომელმაც კოსმოსში ყველაზე დიდი პერიოდი გაატარა. 

პეგი 57 წლის მისიაში ყოფნის პერიოდში გახდება და ყველაზე ასაკოვანი ქალი იქნება, ვინც კი კოსმოსში ყოფილა.

ის პარასკევს ყაზახეთის კოსმოდრომიდან გაფრინდა. 

ბორტზე პეგისთან ერთად რუსი კოსმონავტი ოლეგ ნოვიცკი და ფრანგი ახალბედა ტომას პესკუეტი იმყოფებიან.

ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შაბათს ჩავლენ, სადაც ერთი ამერიკელი და ორი რუსი ასტრონავტი დახვდებათ.  ისინი სამეცნიერო ექსპედიციას 2017 წლის მაისამდე დაასრულებენ.

პეგი უიტსონი აიოვას შტატში დაიბადა. ის პროფესიით ბიოქიმიკოსია და ნასას რამდენიმე სამედიცინო-სამეცნიერო კვლევით პროექტში მონაწილეობდა, ვიდრე 1996 წელს ასტრონავტობის კანდიდატად აირჩევდნენ.

უიტსონი კოსმოსში პირველად 2002 წელს გაფრინდა. როგორც BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, 9 წლის იყო, როდესაც პირველად ნახა, როგორ გაფრინდა ადამიანი მთვარეზე, რამაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

მამაჩემის ოცნება იყო, რომ ფრენა ესწავლებინა. 10 წლის ვიყავი, როდესაც ვერტმფრენის მართვას მასწავლიდა. ვფიქრობ, სწორედ ამ წინაპირობებმა შემიწყო ხელი, რომ რისი გაკეთებაც მინდოდა, განმეხორციელებინა. მე ყოველთვის მხარს მიჭერდნენ მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გოგონები ჩემს ასაკში სხვა რაღაცებით იყვნენ დაინტერესებული" - განაცხადა პეგი უიტსონმა.

მას შემდეგ რაც პეგი უიტსონი თავის მისიას დაასრულებს, კოსმოსში მისი ყოფნის ხანგრძლივობა 534 დღეს გადააჭარბებს, რითაც ის რეკორდსმენ ჯეფ უილიამსს გაუსწრებს. 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი