logo_geo
დიდთოვლობამ ევროპაში პრობლემები შექმნა
- +

11 იანვარი. 2019. 18:19

 

 

დიდთოვლობამ ევროპაში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო, გერმანიასა და შვედეთში ჩაკეტილია გზები, შეფერხებით მოძრაობენ მატარებლები, სკოლები კი დახურულია.

 

ბავარიაში გზებზე არსებული შეფერხებების გამო, მძღოლებს წითელი ჯვრის ორგანიზაცია ეხმარება.

 

ძლიერი შტორმი დაატყდა თავს ჩრდილოეთ შვედეთსაც, სადაც საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

 

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე წამში 50 მეტრს აღწევს. დიდთოვლობას ებრძვიან ავსტრიაშიც, სადაც თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა.

 

შვეიცარიაში ზვავი სასტუმროს რესტორანთან ჩამოწვა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი