logo_geo
სირიაში დამასკოს აეროპორტზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა
- +

12 იანვარი. 2019. 11:52

 

სირიაში დამასკოს აეროპორტზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებმა ავიაიერიშების ნაწილი მოიგერიეს, თუმცა ერთმა რაკეტამ საერთაშორისო აეროპორტის საწყობი გაანადგურა.

 

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ქვეყნის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ბოლო თვეებში სირიაში რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. თელ-ავივში იუწყებიან, რომ ავიაიერიშების სამიზნე მეზობელ ქვეყანაში არსებული ირანის სამხედრო ბაზები იყო.

ისრაელი სირიასთან საზღვარზე ირანის სამხედრო წარმომადგენლების განთავსებას ეწინააღმდეგება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი