logo_geo
პარიზში ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
- +

12 იანვარი. 2019. 13:32

 

პარიზში ძლიერი აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები. ამის შესახებ ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ჩამონგრევასთან ერთად, ახლომდებარე ავტომობილებიც დაზიანდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის 140-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი