logo_geo
პოლონეთში შახტაში მიწისძვრის დროს ერთი მეშახტე დაიღუპა, 6 დაშავდა
- +

12 იანვარი. 2019. 18:24

პოლონეთის დასავლეთით, ქალაქ პოლკოვიცეში მდებარე შახტაში მიწისქვეშა ბიძგების გამო ერთი მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ბიძგებმა შახტაში ნგრევა გამოიწვია. ნანგრევებში მეშახტეები იყვნენ, მათი სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულდა. მეშახტეები მიწის სიღრმეში 700 მეტრზე იყვნენ ჩასულები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი