logo_geo
ტრამპმა თავის ადმინისტრაციას პუტინთან შეხვედრის დეტალები დაუმალა
- +

13 იანვარი. 2019. 13:20

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სულ ცოტა ერთხელ მაინც დაუმალა ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის მქონე თანამშრომლებს რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post -ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 2017 წელს ჰამბურგში გამართულ „დიდი ოცეულის" სამიტზე, ტრამპმა თავისი თარჯიმნისგან შენიშვნების ფურცელი აიღო და გააფრთხილა, რომ მომხდარი არ განეხილა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.

 

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ შეხვედრას რექს ტილერსონიც ესწრებოდა, რომელიც მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

 

ქვეყნის ლიდერის ეს ქმედება ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამიტის შესახებ ტილერსონის ანგარიშის გარდა დამატებითი ინფორმაცია პრეზიდენტის თარჯიმნისგან მოითხოვა.

 

გამოცემა ასევე იუწყება, რომ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში არ არის ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მეხუთე შეხვედრიდან დეტალებზე ინფორმაცია.

 

12 იანვარს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) აღძრა საქმე, თითქოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მუშაობდა რუსეთისთვის.

 

სამართალდამცველებს 2017 წლის მაისში, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ მაშინ აღუძრა ეჭვის საფუძველი, როდესაც პრეზიდენტმა FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

 

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ შეისწავლა წარმოადგენდა თუ არა დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი